რატომ მიგვდის გული?
Search

რატომ მიგვდის გული?


რატომ მიგვდის გული?

წამყვანი ფაქტორია არტერიული წნევის დაქვეითება იმ დონემდე, რომლის დროსაც ტვინის სისხლმიმოქცევის ავტორეგულარული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ ტვინის სათანადო სისხლმომარაგებას.

გამოყოფენ გულის წასვლის განვითარების 3 ძირითად პათოგენეტიკურ რგოლს:

1. არტერიული წნევის დაცემა სისტემური ვაზოდილატაციის დროს, პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირების შედეგად;

2. გულის მოქმედების დარღვევა;

3. სისხლში ჟანგბადის შემცველობის შემცირება


მიზეზები

1. დეჰიდრატაცია

დეჰიდრატაციის დროს სისხლის წნევა ეცემა და ნერვული სისტემა ვეღარ აკონტროლებს კარგად, რაც იწვევს გულის წასვლას

2. არითმია

არითმია გულის მოქმედების ნორმალური რიტმის დარღვევაა. არითმია შეიძლება განვითარდეს გულის დაავადებების შემთხვევაში, ანდა ერთი შეხედვით, სრულიად უმიზეზოდ. არითმიის ძირითადი გამოვლინებაა გახშირებული გულის ცემა, ქოშინი და ტკივილები გულის მიდამოში

3. სისხლში დაბალი შაქრის დონე

სამედიცინო ტერმინი - ჰიპოგლიკემია. შეიძლება გამოიწვიოს: თავბრუსხვევა, კანკალი, დაღლა, დაბნეულობა, მხედველობის დაბუნდვა.

4. დიაბეტი

დიაბეტისგან სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს ნერვებს რაც ეხმარება წნევას შენარჩუნებაში.

5. მედიკამენტები

ზოგიერთი მედიკამენტი როგორებიცაა მაგ: მაღალი არტერიული წნევის დამწევი, ანტიდეპრესანტი, ინსულინი.

6. ეპილეფსიური შეტევა

7. გულის პრობლემები

8. შოკი

9. ჰიპერვენტილაცია

ამ დროს შეგრძნება გაქვს რომ ვერ იღებ საკმარის ჟანგბადს და იწყებ გახშირებულ სუნთქვას, რაც ავიწროებს ტვინში სისხლძარღვებს, ეს კი ამცირებს ჟანგბადის მიწოდებს.

10. ხველა

თუ ეს ღრმაა და ვერ ჩერდები, სისხლი საკმარის ჟანგბადს ვეღარ იღებს, რაც გულის წასვლის მიზეზი ხდება.

11. ალკოჰოლის მიღება

12. მჭიდრო საყელო

კაროდიტული სინუსის სინდრომი, ხდება როდესაც რაღაც მჭიდროდ აწვება ნერვებს კაროტიდული სინუსის გაღიზიანების შედეგად

79 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997