რატომ გვტკივდება მკლავი?
Search

რატომ გვტკივდება მკლავი?


გულის შეტევა

ხელის ან მკლავის ტკივილი შესაძლოა იყოს სიმპტომი, განსაკუთრებით თუ გაქვს ტკივილი ან დაწოლის შეგრძნება გულ-მკერდის არეში. გულის შეტევა ხდება მოულოდნელად ან თანდათანობით ვითარდება. ასევე შესაძლებელია კუჭის ტკივილი, თავბრუსხვევა და ოფლიანობა.


კარპული არხის სინდრომი

განპირობებულია შუათანა ნერვზე ზეწოლით იმ ადგილას, სადაც ის გადის მაჯის არხში მაჯის განივი იოგის ქვეშ. ეს სინდრომი ხშირად უყალიბდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივად მუშაობენ კომპიუტერის მაუსთან. სიმპტომები: ტკივილი და ჩხვლეტა მტევანში, განსაკუთრებით ღამით; შესიება; საჩვენებელი და შუა თითების დაბუჟება.


ტენდინიტი

ძვლისასა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის ანთება, რაც იწვევს ტკივილს და მგრძნობელობის მომატებას სახსრის სიახლოვეს.


ღრძობა

ამ შემთხვევაში უკეთესია დაწვე, დაიდო ცივი საფენები 20 წუთით, შეიხვიო.


დისლოკაცია

მოულოდნელი დაცემამ არ დარტყმამ შესაძლოა დააშოროს ძვლები ერთმანეთს. ეს გამოიწვევს ძლიერ ტკივილს, დაბუჟებას და ოფლდენას.


მოტეხილობა

განმეორებად მოძრაობებს, რომოგიცაა ბურთის სროლა, შეუძლია ძვლის გაბზარვა გამოიწვიოს. გატეხვის შემთხვევაში კი ძლიერი ტკივილია, ასევე სისხლჩაქცევები.


ბურსიტი

დაავადება, რომელსაც ახასიათებს სახსრების ლორწოვანი ნაწილის ანთება.


ოსტეოართრიტი

სახსროვანი დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. ძირითადად ავადობენ ხანდაზმული პირები. დაავადების დომინანტური სიმპტომი ტკივილია

173 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997