რა რაოდენობის შაქარს ვიღებთ ყოველ დღე?
Search

რა რაოდენობის შაქარს ვიღებთ ყოველ დღე?


შაქრის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ბევრი შაქრის გამოყენებამ შესაძლოა ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. მაგალითად, როგორიცაა სიმსუქნე, მეორე ტიპის დიაბეტი ან მაღალი არტერიული წნევა.

შაქრის მიღების რეკომენდირებული ნორმა არის : ქალებისთვის - დღეში 6 ჩაის კოვზი, ხოლო მამაკაცებისთვის 9. ამერიკაში ჩატარებული დაკვირვების თანახმად, საშუალოდ ადამიანები მიირთმევენ 19 ჩაის კოვზამდე შაქარს, რაც ორჯერ აღემატება ზემოხსენებულ ნორმას.

შაქრის მიღების რაოდენობის გაკონტროლების ყველაზე მარტივი გზა, არის გავარკვიოთ თუ რაში რამდენი შაქარია და უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენს ჯანმრთელობას ის პროდუქტები, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ.

გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ პროდუქტებში, შემავალი შაქრის რაოდენობის ჩამონათვალს:


შოკოლადი

• სნიკერსი (57 გრ.) – 5.83 ჩაის კოვზი შაქარი

• მილკივეი (58 გრ.) – 7.02 ჩაის კოვზი შაქარი

• ტვიქსი (57 გრ.) – 5.68 ჩაის კოვზი შაქარი

• მ&მ’ს შეკვრა (42 გრ.) - 5.68 ჩაის კოვზი შაქარი


გამაგრილებელი სასმელები

• კოკა-კოლა (330 მლ) – 7.25 ჩაის კოვზი შაქარი

• რედ ბული (330 მლ) – 5.35 ჩაის კოვზი შაქარი

• სპრაიტი (330 მლ) – 7.61 ჩაის კოვზი შაქარი


ხილი

• მანგო - 2.77 ჩაის კოვზი შაქარი

• ბანანი - 2.48 ჩაის კოვზი შაქარი

• ვაშლი - 2.11 ჩაის კოვზი შაქარი

• ანანასი - 2 ჩაის კოვზი შაქარი

• ყურძენი - 3.14 ჩაის კოვზი შაქარი

• ლიმონი 0- 0.5 ჩაის კოვზი შაქარი

• კივი - 1.82 ჩაის კოვზი შაქარი

• გარგარი - 1.87 ჩაის კოვზი შაქარი

• მარწყვი - 0.99 ჩაის კოვზი შაქარი

• მალინა - 0.9 ჩაის კოვზი შაქარი

• შავი მოცხარი - 2.02 ჩაის კოვზი შაქარი

• მოცვი - 0.87 ჩაის კოვზი შაქარი

• პომიდორი - 0.53 ჩაის კოვზი შაქარი


გაინტერესებს რაში რამდენი კალორიაა? - ჰკითხე DigitalMed-ს

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997