პროდუქტი და მასში არსებული ვიტამინები
Search

პროდუქტი და მასში არსებული ვიტამინები

სწორი კვება არა მარტო წონის დასარეგულიებლად გვჭირდება, არამედ მასზე დამოკიდებულია მთელი ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირების დონე. სწორი კვების საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინები. თითოეულ ვიტამინს თავისი დანიშნულება აქვს, შესაბამისად უნდა ვაკონტროლოთ ვიტამინების დონე ჩვენს ორგანიზმში.

ქვემოთ განხილულია რამდენიმე ვიტამინის დადებითი თვისებები:

K ვიტამინი- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. მისი დეფიციტი იწვევს სისხლდენებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დონე გაკონტროლდეს ახალშობილებში. ასევე K ვიტამინი ხელს უწყობს ძვლის ქსოვილების რეგენერაციას და წარმოქმნას.

C ვიტამინი-ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, მოქმედებს ვირუსებისა და გაციების საწინააღმდეგოთ ის არამარტო ჯანმრთელობაზე არამეთ განწყობაზე და ხასიათზეც მოქმედებს. C ვიტამინის ნაკლებობის დროს ხშირია დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, ენერგიის ნაკლებობა.

E ვიტამინი - მოქმედებს კუნთების ქმედუნარიანობის შენარჩუნებაზე, დადებითად მოქმედებს გულსა და ნერვულ სისტემაზე. ასევე აფერხებს სისხლის ტრომბების გაჩენას და სხვა.

B2 ვიტამინი- ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ასევე მონაწილეობს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. აუმჯობესებს მხედველობას.

A ვიტამინი - ხელს უწყობს ძვლების ეგენერაციას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ზრდა განვითარებისთვის და მხედველობისთვის. ასევე დადებითად მოქმედებსთმების, კანის, კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობაზე.

B12 ვიტამინი- აუცილებელია ჯანმრთელი ნერვული სისტემისათვის. იგი აგრეთვე მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ფორმირებაში.

B9 ვიტამინი- არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას, ასევე უჯრედების გაყოფას, ერითროციტების წარმოქმნას.

რგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჩვენი ორგანიზმის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ ვიტამინების დონე ორგანიზმში. ვიკვებოთ სწორად და მივიღოთ ვიტამინები.


ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე შეგიძლიათ იხილოთ თუ რომელი პროდუქტი რომელ ვიტამინს შეიცავს


31 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997