პნევმონიის მკურნალობა სახლის პირობებში
Search

პნევმონიის მკურნალობა სახლის პირობებში


პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს.


სიმპტომები:

ხველა, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი, ან წარმოქმნიდეს სქელ, ყვითელ, მწვანე, ყავისფერ, ან სისხლის შემცველ ნახველს (ლორწოს);

გაძნელებული სუნთქვა;

გახშირებული გულისცემა;

სიცხე;

ზოგადად ავად ყოფნის შეგრძნება;

ოფლიანობა და კანკალი;

მადის დაკარგვა;

ტკივილი გულ-მკერდის არეში - რომელიც უარესდება სუნთქვისას ან ხველის დროს


მკურნალობა👇


წყალი, ჩაი, სუპი

იმ შემთხვევაშიც კი თუ სრულიად ჯანმრთელი ხარ გჭირდება ბევრი სითხე. მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუ პნევმონია გაქვს, რადგან ეხმარება ფილტვებში ლორწოს შემცირებას. ეს კი გადაგიჭროს ხველების პრობლემას. საუკეთესო გზაა წყალი, თბილი ჩაი, ბულიონი, სუპები. არ მიიღო ალკოჰოლი და კოფეინი.


ხველა

გახსოვდეს რომ ხველა ორგანიზმის დაცვითი ფუნქციაა ფილტვების გასაწმენდად. თუმცა თუ ძლიერია შეგიძლია მიიღო თაფლისა და ლიმონის თბილი ნარევი.


თბილი კომპრესი

კომფორტულად იგრძნობ თავს შუბლზე თბილი კომპრესით 20-30 წუთის განმავლობაში.


ორთქლი

ორთქლი გვეხმარება ფილტვებიდან ლორწოს გამოდევნაში. მიიღე თბილი შხაპი ან აბაზანა, რათა ისუნთქო ორთქლში.


კურკუმა

სამხრეთ აფრიკაში საუკუნეებია იყენებენ კურკუმას სუნთქვის პრობლემების, ტკივილის და მოთენთილობის სამკურნალოდ. კვლევებმა აჩვენა რომ კურკუმა ებრძვის ინფექციებს და პნევმონიას.

21 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997