ოსტეოქონდრიული ინპლანტები
Search

ოსტეოქონდრიული ინპლანტები


ბიოინჟინრების გუნდმა შექმნა 3D დაბეჭდილი ქსოვილი, რომელიც შესაძლებელია მომავალში გადაინერგოს მუხლში, კოჭში ან იდაყვში და უმკურნალოს სპორტულ ტრავმებს.

რაისის უნივერსიტეტის მკვლევარების, შონ ბიტნერის თანახმად, ეს ტექნოლოგია გახდება ხშირი სპორტული ტრავმების, და არა მხოლოდ, მკურნალობის ძირითადი საშუალება.

რაისის და მერილენდის უნივერსიტეტების მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, სადაც ისინი იკვლევენ ისეთი იმპლანტების შექმნას, რომელიც ჩაანაცვლებს ოსტეოქონდრიულ ქსოვილს.

ოსტეოქონდრიული ქსოვილი არის გრძელი ძვლების დაბოლოვებებზე წარმოქმნილი ქსოვილი, რომელსაც აქვს სხვა და სხვა კონსისტენციას- ის არის ნაწილობრივ ხრტილოვანი, ხოლო ნაწილობრივ ძვლოვანი და ამის ამ პროცესის ლაბორატორიულ პირობებში რეპლიკაცია აქამდე შეუძლებელი იყო. მკვლევარებმა შეძლეს სწორი მასალების შერჩება ბუნებრივი ოსტეოქონდიული ქსოვილის ეფექტის მისაღწევად- პოლიმერული ნაერთი ხრტილისთვის, ხოლო კერამიკა ძვლისთვის.

მკვლევარებმა ასევე შექმნეს ფორები იმპლანტში, რომელსაც პაციენტის უჯრედები და სისხლძარღვები შეავსებს, რაც საშუალებას მისცემს იმპლანტს უმტკივნეულოდ შეერწყას რეცეპიენტის სხეულს.

შემდეგი ამოცანა, ამ ტექნოლოგიის მსაიურად დასანერგად არის, მეთოდის მოფიქრება, რომელიც საშუალებას მოგვცემს შეიქმნას ინდივიდუალური იმპლანტები.

იმის მიუხედავად, რომ ეს ტექნოლოგია პირველ რიგში გამოსადეგი იქნება პროფესიონალი ათლეტებისთვის, რომელთა კარიერის გადარჩენა იქნება შესაძლებელი მსგავსი ტექნოლოგიით, მისი გამოყენება შესაძლებელია ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც, ვისაც აწუხებს ოსტეოქონდრული ტრავმები

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997