მიკრობოტები
Search

მიკრობოტები


3D დაბეჭდილ მიკრობოტებს შეუძლიათ წამლის მიტანა სხეულის სპეციფიურ ადგილას.

ჰონგ კონგში ამ კვირაში ჩატარდა წამლის მიღების ახალი სისტემის პრეზენტაცია, რომელშიც მიკროსკოპური რობოტები, არტერიების და ვენების გავლით მიდიან სხეულის სპეციფიურ ადგილზე და იქ უშვებენ წამალს.

მიკრობოტები სხეულში ხვდება ინტრავენული ინექციით და მათი შემდგომი მართვა ხდება დისტანციურად, მაგნიტური ველის გამოყენებით. იმის მიუხედავად რომ, ამის მსგავსი სისტემები უკვე არსებობდა, ეს არის პირველი, რომელსაც შეუძლია სპეციფიურ ლოკაციამდე მიღწევა და წამლის ავტომატურად გაშვება.

თავდაპირველად მკვლევარებმა დაადგინეს რა ფორმის და რა შემადგენლობის მიკრობოტი იქნებოდა ყველაზე მისაღები. აღმოჩნდა, რომ ტყვიის ფორმის, ნიკელის მიკრობოტი, გარე ტიტანის შრით იყო ყველაზე ეფექტური, რადგან ნიკელი უზრუნელყოფს მაგნიტურობას და ტიტანს სხეული არ უარყოფს.

შემდეგ მკვლევარებმა ჩაატარეს ტესტები მცირე ზომის თევზის ემბრიონებზე და დაადგინეს, რომ მიკრობოტების გარედან მართვა იყო შესაძლებელი. კვლევის შემდეგი ნაწილი იყო მიმართული წამლის მიწოდების ეფექტურობის დასადგენად. ამისთვის მკვლევარებმა მიკრობოტები შეუყვენეს თაგვს და 4 კვირიანი დაკვირვების შემდეგ დაადგინეს, რომ მიკრობოტებით შეყვანილი წამალი დარჩა სწორ ლოკაციაზე.

ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ჰონგ კონგის სიტის უნივერსიტეტის მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ ისინი მალე შეძლებენ მსგავსი ცდა ადამიანზეც ჩაატარონ.


© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997