მითები გინეკოლოგიის შესახებ, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
Search

მითები გინეკოლოგიის შესახებ, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს


დღესდღეობით, ინტერნეტში ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაა, თუმცა ასევე ბევრია ცრუ და დაუზუსტებელი ამბავიც. როგორ უნდა გაარკვიოთ რას დაუჯეროთ? გთავაზობთ 5 გინეკოლოგიასთან დაკავშირებულ მითს, რომელსაც არ უნდა დაუჯეროთ:


1. გინეკოლოგიურ სიმსივნეს არ გააჩნია სიმპტომები

მუცლის წნევა, შეშუპება, აფეთქება, მენჯის დისკომფორტი და პათოლოგიური სისხლდენა გინეკოლოგიური სიმსივნის ზოგადი სიმპტომებია. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა სხვა დაავადების სიმპტომებიც იყოს, მაგრამ თუ ისინი ხშირი და ინტენსიურია, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.


2. ქალებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ პაპტესტი წელიწადში ერთხელ მაინც. ამერიკის პროფილაქტიკური მომსახურებისსამუშაო ჯგუფის გაიდლაინების თანახმად, 30-65 წლის ქალებს შეუძლიათ ჩაიტარონ საშვილოსნოს კიბოს სკრინინგი სამ წელიწადში ერთხელ. ქალებს, რომლებსაც აქვთ დამაკმაყოფილებელი შედეგები, შეუძლიათ ერთდროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ტესტი პაპილომა ვირუსზე, 5 წელიწადშიე რთხელ. მუხედავად ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ გინეკოლოგს მივმართოთ ყოველწლიურ გამოკვლევაზე, მკერდის შესამოწმებლად და სხვა ცვლილებების განსახილველად ჯანმრთელობის კუთხით.


3. პაპ ტესტი იკვლევს გინელოკოგიურ სიმსივნეს და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს.

პაპ ტესტით შესაძლებელია მხოლოდსაშვილოსნოს ყელის სიმსივნის დადგენა. ასევე, ის გვეხმარება გამოვიკვლიოთ არის თუ არა რაიმე ცვლილება საშვილოსნოს უჯრედებში


4. ქალებმა, სხვა დაავადებებზე უფრო მეტად, ყურადღება უნდა მოაქციონ მკერდის სიმსივნეს.

რა თქმა უნდა, მკერდის სიმსივნე ყურადსაღები დაავადებაა, თუმცა სტატისტიკურად, მდედრობითი სქესის დაავადებებს შორის, გულის დაავადებები პირველ ადგილზეა. თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ გულის ჯანმრთელობა ვარჯიშით, სწორი კვებით, წნევისა დაქოლესტერინის კონტროლით.


5. HPV ვირუსი იწვევს სიმსივნეს.

პაპილომავირუსი ყოველთვის თან ახლავს გინეკოლოგიურ სიმსივნეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ HPV აუცილებლად განავითარებს სიმსივნეს. მეტიც, ქალების უმრავლესობას, სიცოცხლის განმავლობაში, ერთხელ მაინც ემართება პაპილომავირუსი. სიმსივნით დაავადებული ქალების რაოდენობა კი გაცილებით დაბალია. პრევენციისთვის და ადრეული მკურნალობისთვის, აუცილებელია პაპ ტესტი და სკრინინგი.


სხვადასხვა გილეკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მისწერეთ DIgitalMed-ს.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997