მიზეზი: რატომ ვერ იკლებ წონაში
Search

მიზეზი: რატომ ვერ იკლებ წონაში


1) არასაკმარისად გძინავს

5 საათზე ნაკლები ძილი დაკავშირებულია წონაში მომატებასთან. ასევე 9 საათზე მეტი ძილიც. ორივე შემთხვევაში სხეული სწორად ვეღარ გამოიმუშავებს ჰორმონებს რომლებიც აკონტროლებენ მადას და შიმშილს.


2) არ იღებ საჭირო რაოდენობის წყალს

2-6 ჭიქა წყალი დღეში გეხმარება მოიშორო ზედმეტი წონა. წყალს არ აქვს კალორიები, ასე რომ ის გიკმაყოფილებს წყურვილს ზედმეტი კალორიების მომატების გარეშე. ასევე სუფთა წყლის მიღება უკეთესია სხვა სითხეებზე (წვენები, ყავა, გაზიანი სასმელევი) რადგან არ შეიცავს სოდას, შაქარს და აშ.


3) იშვიათად ჭამ

საკვების მიღებიდან დიდი ხნის შემდეგ შენი მეტაბოლიზმი ნელდება და ორგანიზმს აღარ შეუძლია დაწვას ყველა კალორია საკვებში რომელსაც შემდგომ მიიღებ. ეს დაუწველი კალორიები გმატებს წონას. დიდი ხნის მშიერი იღებ დიდი რაოდენობით საკვებს. ეცადე იკვებო ხშირად და პატარა ულუფებით.


3) გარეთ იკვებები

შეიძლება გეზარება საჭმლის მომზადება და მთელი დღის განმავლობაში იკვებები გარეთ მაღალ კალორიული საკვებით, რაც შენ წონაზე აისახება.


4) მთელი დღე ზიხარ

როდესაც გიწევს ჯდომა დიდი ხნის განმავლობაში, სხეული კარგავს უნარს განსაზღვროს თუ როდის ჭამე ზედმეტად - შენ ისევ ბევრს ჭამ და წონაშიც იმატებ. გააკეთე მარტივი ვარჯიშები და გაისეირნე 10 წუთით.


5) ვარჯიშის შემდეგ იკვებები

ვარჯიში საუკეთესო გზაა წონაში დასაკლებად - ის წვავს კალორიებს და ზრდის კუნთის მასას. მაგრამ თუ შენ ყოველი ვარჯიშის შემდეგ იღებ მაღალ კალორიულ საკვებს, ტკბილეულს ან შაქრის შემცველ სასმელებს, შენ ვარჯის აზრი აღარ აქვს.


6) ალკოჰოლს იღებ

თუ დღეში იღებ 2 ჭიქაზე მეტ ალკოჰოლს ამან შეიძლება გამოიწვიოს წონაში მომატება (რა სახის ალკოჰოლია არ აქვს მნიშვნელობა). უკეთესი იქნება საჭმელთან ერთ ჭიქა ღვინო.


7) სტრესი გაიძულებს წაიხემსო

სტრესის დროს იკვებები როცა ეს საერთოდ არ გჭირდება


8) თირეოიდის პრობლემები

თუ ეს ჯირკვალი არასაკმარისად გამოყოფს ჰორმონებს შენ შესაძლობა მოიმატო 2-5 კილო. თირეოიდი გამოიმუშავებს ჰორმონებს რომლებიც აკონტროლებენ ენერგიის დონეს ორგანიზმში.


9) ორსულად ხარ

წონის მომატება ორსულობის დროს ნორმალურია. ამ დროს შეიძლება11-15 კილოც კი მოიმატო.


10) მედიკამენტები

ზოგიერთი მედიკამენტი რომელსაც იღებ, შესაძლოა წონის მატების მიზეზი იყოს. მაგალითად სტეროიდები ცვლის მეტაბოლიზმს და გრძნობ რომ გშია. ასევე ანტიჰისტამინი წონაში მატებასთანაა დაკავშირებული.

312 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997