მთვარეულობა საშიშია?
Search

მთვარეულობა საშიშია?


მთვარეულს ეძახიან ადამიანს, რომელიც ძილის დროს, პარალელურად სხვადასხვა აქტივობით არის დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ მთვარეულობა უფრო მეტად გავრცელებულია ბავშვებში, განსაკუთდებით 3-დან 7 წლამდე. მთვარეულები მოქმედებებს აკეთებენ ღრმა ძილის დროს, შესაბამისად რთულია ამ დროს ადამიანის გამოფხიზლება. ხშირად მათ არც კი ახსოვთ თუ რას აკეთებდნენ.

მთვარეული ადამიანები შეიძლება უბრალოდ დადიოდნენ ოთახში ან საწოლზე წამოჯდნენ და მიმოიხედონ, მაგრამ ასევე ხშირია ისეთი რთული მოქმედებების შესრულება როგორებიცაა: სახლის დალაგება, სახლიდან გარეთ გასვლა, მანქანის საჭესთან დაჯდომა.

კონკრეტული ერთი მიზეზი მთვარეულობისა არ არის. მაგრამ არსებობს გარკვეული მოსაზრებები, მაგალითად ხშირად უკავშირებენ ნერვული სისტემის დარღვევას, ზოგი ფიქრობს რომ დაკავშირებულია გენეტიკასთან ან უბრალოდ არასრულფასოვან ძილთან, გარდა ამისა არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ზუსტი და კონკრეტული რომელია არ ვიცით.

დღესდღეობით, კონკრეტული მკურნალობა დადგენილი არ არის, მაგრამ ექიმს შეუძლია ძილის გასაუმჯობესებლად დახმარება გაუწიოს პაციენტს.

მთვარეულობის სიმპტომებად შესაძლოა ჩაითვალოს ძილში საუბარი, ყვირილი. ყოველივე შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესისგან, დაღლოლობისგან და დაძაბულობისგან. სიმპტომების არსებობის დროს პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან შესაძლოა მთვარეულმა ძილის დროს რამე დაიზიანოს.


#მთვარეულობა

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997