მეცნიერებმა ხელოვნური ტვინი შექმნეს
Search

მეცნიერებმა ხელოვნური ტვინი შექმნეს


კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მინიატურული ტვინი ლაბორატორიულ პირობებში, რომელიც უკავშირდება ხერხემალს და მის კუნთებს და აკონტროლებს მათ.

ადამიანის ტვინის უჯრედებისგან შექმნილი, მცირე, ტვინის მსგავსი მასა სპონტანურად დაუკავშირდა მის გვერდით მოთავსებულ 1მმ სიგრძის, თაგვის ემბრიონის ხერხემალს და დაიწყო ელექტრო იმპულსების გაგზავნა, რის შედეგადაც კუნთმა დაიწყო პულსირება.

ხელოვნური ტვინი თავისი განვითარებით არის დაახლოვებით 12-16 კვირის ადამიანის ემბრიონის ტვინის განვითარების დონეზე. მკვლევარების თანახმად ეს მასა ჯერ ძალიან პატარა და პრიმიტიულია ემოციების, ფიქრების და გააზრებული მოქმედებებისთვის, მაგრამ ისინი აღიარებენ მორალური დისკუსიის აუცილობლობას ამ ექსპერიმენტის გაგრძელების შემთხვევაში.

თუ ადამიანის სრულად განვითარებულ ტვინს აქვს 80-90 მილიარდი ნეირონი, ხელოვნურ ტვინს აქვს მხოლოდ 2 მილიონი, რაც არის ტარაკანის ტვინის ექვივალენტი.  

ეს კვლევა მიმართულია ადამიანის მოტო-ნეირონული დაავადებების გამომწვევი მიზეზების და მკურნალობის გზების საკვლევად. ამ გზით მეცნიერები შეძლებენ დაადგინონ რა დგას ისეთი დაავადებების უკან როგორებიცაა; ეპილეფსია და შიზოფრენია და შეძლებენ მათი მკურნალობის უფრო ეფექტური მეთოდების შემუშავებას

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997