მეცნიერებმა უსინათლო თაგვებს მხედველობა აღუდგინეს
Search

მეცნიერებმა უსინათლო თაგვებს მხედველობა აღუდგინეს


ბერკლის უნივერსიტეტის ნეირო მეცნიერებმა შეძლეს მწვანე ოპსინის (ფოტოსენსიტიური პროტეინი) თვალის მინისებრ სხეულში შეყვანით და ამით თვალის ნეირონები ისევ ფოტოსენსიტიური გაეხადათ.


მათ მიაგნეს გასაკვირად მარტივ ხერხს, როგორ აღედგინათ ბრმა თაგვებისთვის მხედველობა. მათ შეიყვანეს მწვანე შუქის რეცეპტორის გენი თაგვის თვალში და ერთი თვის შემდეგ ბრმა თაგვებმა შეძლეს დაბრკოლებების კურსის გადალახვა, მოძრაობის აღქმა და სიკაშკაშეში ცვლილების აღქმა.

მკვლევარების პროგნოზით დაახლოვებით სამ წელიწადში შესაძლებელი იქნება მსგავსი ექსპერიმენტის მხედველობა დაკარგულ ადამიანზე ჩატარება. მოსალოდნელია, რომ გენური თერაპიის შედეგად ისინი შეძლებენ გარე სამყაროში დამოუკიდებლად გადაადგილებას და იდეალურ შემთხვევაში კითხვას და ვიდეოს ყურებას.

გენის დამატება ხდება დეაქტივირებული ვირუსის თვალში შეყვანით და რამდენიმე თვის შემდეგ პაციენტს უკვე უვითარდება ელემენტარული მხედველობა. რეტინის დეგენერაციული დაავადებების მკურნალობა ტრადიციულად ხდებოდა მხედველობის დაქვეითებასთან ბრძოლით, მაგრამ რეტინის სენსიტიურობის აღდგენა აქამდე წარმოუდგენელი იყო.

მსოფლიოს მსაშტაბით დაახლოვებით 170 მილიონი ადამიანი (55 წელს გადაცილებული ადამიანებიდან 10%) არის დაავადებული ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციით, ხოლო დაახლოვებით 1.7 მილიონ ადამიანს აქვს თანდაყოლილი სიბრმავე (retinitis pigmentosa), რომლის შედეგად ადამიანი დაახლოვებით 40 წლისთვის სრულად ბრმავდება.

ფოტოსენსიტიურობა დაქვეითებული ადამიანებისთვის ყოველდღიური, მარტივი ოპერაციებიც კი ძალიან რთულია. მაგალითად მათ უწევთ ყველა ახალი ოთახში შესვლა თანმხლებ ადამიანთან ერთად და ოთახის მენტალური რუკის შექმნა, რომ მიხვდნენ სად დგას ავეჯი, ყველა დაბალი ყავის მაგიდაზე შეიძლება წაიქცნენ და სხვა ისეთი პრობლემა აქვთ რაც სხვა ადამიანებს არ აწუხებთ. სწორედ ასეთი ადამინები იქნებიან გენური თერაპიის პირველი პაციენტები.

ასეთი პაციენტებისთვის დღეს დღეობით ერთადერთი გამოსავალი არის რეტინაზე ელექტრონული პროექციის გაშვებას, რომელიც სიგნალს იღებს სათვალეზე დამაგრებული ვიდეო კამერიდან, რაც ძალიან ძვირი და არაპრაქტიკულია. ასეთი მოწყობილობის გამოყენებით პაციენტი იღებს რამდენიმე ასეული პიქსელის ხარისხის ვიზუალურ გამოსახულებას, როცა ადამიანის ჯანმრთელ თვალს აქვს უნარი აღიქვას რამდენიმე მილიონი პიქსელი.

გენეტიკური დეგენერაციის გასწორება არც თუ ისე ადვილია, რადგან ამის გამომწვევი შეიძლება იყოს 250 სხვა და სხვა გენეტიკური მუტაცია.

ამის მიუხედავად მკვლევარების გუნდმა შეძლო მიეღწია წარმოუდგენელი შედეგისთვის. თაგვების დაზიანებული ფოტორეცეფტორების 90%-მდე მგრძნობელობის აღდგენა. მკვლევარებმა შექმნეს ვირუსი, რომელიც იმოქმედებდა რეტინაზე და შეიყვანეს მასში გენი, რომელიც გახდიდა რეტინის სტანდარტულად არაფოტოსენსიტიურ ნერვულ დაბოლოვებებს ფოტოსენსიტიურს, რასაც ტვინი აღიქვავს როგორც მხედველობას.

მკვლევარების თქმით ამ სისტემის ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ ის არის ძალიან მარტივი და ირონიულია, მაგრამ ამ შედეგის მიღწევა 20 წლის წინანდელი ტექნოლოგიითაც იყო შესაძლებელი.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997