მაღვიძარა თავის ტკივილი
Search

მაღვიძარა თავის ტკივილი


როდესაც საქმე ეხება თავის ტკივილს არსებობს ორი განსხვავება იშვიათ და ხშირ ტკივილებს შორის, რომელიც დამოკიდებულია დღის მონაკვეთზე.

წარმოიდგინეთ რომ ერთი  ჩვეულებრივი, ნორმალური დღის შემდეგ აპირებთ დაძინებას, თუმცა მოულოდნელად გეღვიძებათ და გრძნობთ ტკივილს თავის მხოლოდ ერთ მხარეს ან მთლიანად და ეს ტკივილები გრძელდება 15 წუთიდან 4 საათამდე. თუ ეს ყოველივე თქვენთვის ნაცნობად ჟღერს, მაშინ შესაძლოა თქვენ დაავადებული იყოთ „ჰიპნიკური თავის ტკივილის“ სინდრომით. ძირითადად ეს დაავადება გამოხატულია 50 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებში, თუმცა არამარტო.


• სიმპტომები

„ჰიპნიკურ თავის ტკივილს“ ხშირად „მაღვიძარა თავის ტკივილსაც“ უწოდებენ, რადგან ის ყოველთვის ღამის ერთსა და იმავე პერიოდში მეორდება, უმეტეს წილად ღამის 1 დან 3 საათის შუალედში. ამ ტიპის თავის ტკივილი იშვიათად გვხვდება დღის საათებში. ასევე ამ სინდრომს ახასიათებს ისეთი სიძლიერის ტკივილები რომელსაც ხშირად ყბაყურას ტკივილებს ადარებენ, ასევე ახასიათებს გულის რევა, განსაკუთრებული მგრძნობელობა სინათლესა და ხმაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი კი არის ის რომ აღნიშნული დაავადება მეორდება თვეში დაახლოებით 10-ჯერ (შესაძლოა უფრო მეტჯერაც).


• დიაგნოზი

ხშირად ექიმებს უჭირთ ამ საკითხზე შესაბამისი დიაგნოზის დასმა რადგან ეს არის იშვითი დაავადება. შესაბამისად საჭიროა ჩვენი მხრიდან პაციენტის ინფორმირება. როდესაც მიმართავთ ექიმს ზემოთ ხსენებული სიმპტომებით ის თავდაპირველად დაგისვამთ კითხვას თქვენი ძილის რეჟიმისა და ჩვევების შესახებ მაგალითად ღამის საათებში მოუსვენრად ხომ არ ხართ და ა.შ. სხვა დაავადებათა გამოსარიცხად აუცილებელია ექიმმა გირჩიოთ ჩაიტაროთ ისეთი კვლევები როგორიცაა:

1. სისხლის ანალიზი,

2. ძილის კვლევები,

3. კომპიუტერული ტომოგრაფია,

4. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია.

ამ ყოველივეს შემდეგ ექიმი დასვავს დიაგნოზს და დაიწყებთ მკურნალობას რომლის ხანგრძლივობაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ამიტომ აუცილებელია დროული მკურნალობა.

თუ თქვენ აგეღნიშნებათ ზემოთ მოყვანილი სიმპტომები და თვლით რომ გაქვთ „ჰიპნიკური თავის ტკივილის“ სინდრომი აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

283 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997