მაქვს თუ არა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა?
Search

მაქვს თუ არა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა?


როგორც წესი, ობსესიურ კომპულსიური აშლილობა (იგივე წიკი) არ იწყება ერთიანად. ის იწყება მცირედი სიმპტომებიდან, რომლებიც შეიძლება ჩვეულებრივ მოვლენად მოგვეჩვენოს. ობსესიუ-კომპულსიური აშლილობის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს პირადი კრიზისი, რაიმე ნეგატიური მოვლენა, რამაც დიდი გავლენა იქონია თქვენზე, მაგალითად ახლობელი ადამიანის გარდაცვალება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ოჯახში ვინმეს აქვს ან ჰქონდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა.

ოკა-ს სიმპტომები შესაძლოა იყოს ობსესიები, კომპულსიები, ან ორივე ერთად.

ობსესია არის გაუკონტროლირებადი ფიქრი, ან შიში, რომელიც იწვევს სტრესს. კომპულსია კი არის რიტუალური ხასიათის ქმედება, რომელსაც ადამიანი ხშირად იმეორებს. კომპულსიები, როგორც წესი, შვებას გვგვრიან, თუმცა მხოლოდ მოკლე დროით.

გავრცელებული ობსესიები

ობსესიებს ხშირ შემთხვევაში, აქვთ სხვასასხვა თემატიკა, მაგალითად :

თემა : ბაქტერიებისა და სიბინძურის შიში

სიმპტომი : თქვენ გეშინიათ იმ ნივთების შეხება, რომლებსაც სხვა ადამიანი შეეხო, მაგალითად, კარის სახელურს. ასევე, შეიძლება არ გინდოდეთ სხვა ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა, ან ჩახუტება.

თემა : წესრიგის აუცილებლობის შეგრძნება

სიმპტომი : თქვენ გსტრესავთ, თუ გარკვეული ნივთი არ დევს თავის ადგილას. მაგალითად, ვერ გადიხართ სახლიდან მანამ, სანამ გარკვეული წესის მიხედვით არ დაალაგებთ მას.

თემა : შიში, რომ დააზიანებთ თქვენს თავს, ან ვინმე სხვას.

სიმპტომი : როდესაც ფიქრობთ სრულიად სხვა საკითხზე და უეცრად გაივლებთ საკუთარი თავის, ან ვინმეს დაზიანებაზე ფიქრს.

თემა : შეცდომის დაშვების გადამეტებული შიში და ეჭვები.

სიმპტომი : თქვენ გჭირდებათ მუდმივი დასტური სხვებისგან, რომ ის რასაც აკეთებთ, სწორია.

თემა : სირცხვილის შიში

სიმპტომი : თქვენ გეშინიათ, რომ შეიძლება საზოგადოებაში თავი შეირცხვინოთ, თქვათ უზრდელური სიტყვა, ან მოიქცეთ ცუდად.

თემა : ცუდი, სატანური ფიქრების შიში, მათ შორის, დამახინჯებული წარმოდგენა სექსზე, ან რელიგიაზე.

სიმპტომი : თვენ წარმოიდგენთ შემაწუხებელ სექსუალურ ან უხეშ სცენარებს.

გავრცელებული კომპულსიები

თემა : წმენდა და რეცხვა

სიმპტომი : თქვენ იბანთ ხელებს ან იღებთ შხაპს ზედიზედ რამდენჯერმე

თემა : შემოწმება

სიმპტომი : თქვენ სახლიდან გასვლამდე რამდენჯერმე ამოწმებთ, რომ ყველაფერი გამორთული იყოს, ან კარი - ჩაკეტილი.

თემა : დათვლა

სიმპტომი : თვენ ხმამაღლა, ან თქვენთვის ამბობთ რიცხვებს გარკვეული წესრიგით.

თემა : წესრიგი და თანმიმდევრობა

სიმპტომი : თვენ გრძნობთ საჭიროებას, რომ სპეციფიური საკვები მიიღოთ გარკვეული თანმიმდევრობით. ასევე, თქვენ ალაგებთ თვენს ტანსაცმელს, ან სამზარეულოს ნივთებს გარკვეული წესის მიხედვით.

თემა : რუტინა

სიმპტომები : თვენ ამბობთ ან აკეთებთ ერთსა და იმავე რაღაცას თვენთვის სპეციფიური გზით, მაგალითად აუცილებლად სამჯერ, ხუთჯერ, ათჯერ და ა.შ.

თემა : შეგროვება

სიმპტომი : თვენი სახლი სავსეა ნივთებით, რომლებიც არ გჭირდებათ, თუმცა მაინც ყიდულობთ.

დიაგნოზი :

თუ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, თქვენ ფიქრობთ, რომ გაქვთ ობსესიურ კმპულსიური აშლილობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

არსებობენ ადამინები, რომლებსაც უბრალოდ აწუხებთ ის ფიქრი რომ კარი დარჩათ ღია, ან ღუმელი ჩართული. ეს არ არის ობსესიურ კომპულსიური აშლილობა თუ თქვენი ფიქრები არის კონტროლირებადი, ან ექვემდებარება ლოგიკას. თუ მსგავსი ფიქრების გაკონტროლება თვენს ძალებს აღემატება და მათ მიაქვთ ძალიან დიდი დრო, რაც შემდეგ იწვევს პრობლემებს თქვენს ცხოვრებაში, დროა მიიღოთ დახმარება.


#ობსესიურკომპულსიურიაშლილობა #წიკი #ტიკი

გაინტერესებს რას ნიშნავს ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა? - ჰკითხე DigitalMed-ს

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997