კორონავირუსი: რჩევები მშობლებს
Search

კორონავირუსი: რჩევები მშობლებს



კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაშიცაა სამწუხაროდ და ის სწრაფად ვრცელდება.


ჩვენ როგორც მშობლებს უნდა გვაწუხებდეს?

მას შემდეგ რაც ეს ვირუსი დაფიქსირდა ჩინეთში, 45-ზე მეტმა ქვეყანამ განაცხადა შემთხვევები. ზოგიერთმა ქვეყანამ გაზარდა კარანტინი და უმრავლესობამ სკოლებიც კიდახურა. დღეს 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.


მაგრამ, რამდენად სერიოზულია ეს ინფექცია და რამდენად დიდია დაღუპვის შესაძლებლობა?

ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა რომ გარდაცვალების მაჩვენებელი შეადგენს 2.3%-ს. ესდაახლოებით 2-3 ადამიანია 100 ინფიცირებულში, მაგრამ უფრო მეტია ვიდრე გრიპი. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მას, ეს მაჩვენებელი შედარებით დაბალია მსოფლიოს სხვა ეპიდემიურ ინფექციებთან შედარებით, როგორიცაა SARS, რომელიც 10%-სმიუახლოვდა.

საბედნიეროდ არსებობს რამოდენიმე დამამშვიდებელი სიახლე ბავშვებისთვის. მსოფლიოში რამოდენიმე ბავშვია დაინფიცირებული, მათ შორის საქართველოშიც გამოვლინდა შემთხვევა. როგორც დაკვირვებები აჩვენებს ბავშვებს მოზარდებთან შედარებით ბევრად მარტივად

გადააქვთ დაავადება და კარგად უმკლავდებიან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ კორონავირუსი არ არის სერიოზული.

ეს ვირუსი არის ახალი, უცნობი და სწრაფად ვრცელდება. მას აქვს ინკუბაციის პერიოდი 2 დღიდან 14 დღემდე, ასე რომ ის შესაძლოა უსინპტომოთ გქონდეთ რამდენიმე დღე ან კვირა.


სიმპტომები მოიცავს: სიცხე, ხველა, ქოშინი და დაღლილობა. ხშირია შემთხვევა როდესაც ისუსიმპტომო ადამიანებისგან ვრცელდება.


რა შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც მშობელმა?

ისევე როგორც სხვა ინფექცია, გაციებისა და გრიპის ჩათვლით, მისი მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა მისი პრევენცია

  1. ხელის დაბანა, დაბანა და დაბანა!!! ეს არის ყველაზე ეფექტური გზა ვირუსებისა და მიკრობების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ხელები სწორათ უნდა დაიბანოთ, მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.



2. დახველებისას აიფარეთ მხარი. წვეთებს, რომელსაც დახველებისას აფრქვევთ შეუძლია 5 მეტრამდე გადაადგილება და ვირუსების გავრცელება.


3. ვირუსებს შეუძლიათ 24 საათი იცოცხლონ ზედაპირზე. დარწმუნდით რომ მუდმივად წმენდთ ისეთ ნივთებს რომელსაც ყოველ წამს ეხებით (მობილური, ლეფტოპი, სახელურიდა აშ.)


4. კარგად იკვებეთ და გამოიძინეთ. ხილი და ბოსტნეული შეიცავს ვიტამინებს რომლებიც ხელს უწყობს ჩვენს იმუნურ სისტემა. ძილიც ასევე ხელს უწყობს ჩვენს იმუნურ სისტემას “შეიარაღებას”.

5. თუ ავად ხართ ან სადმე იმოგზაურეთ, გთხოვთ დარჩით სახლში.


უნდა ატაროთ ნიღაბი?

მოკლე პასუხია - არა. ნიღაბი არ გიცავთ თქვენ, მაგრამ თუ ავად ხართ ნიღბით სხვებს იცავთ.


იყავით პოზიტიურები და ნუ დაისტრესებით :)


გისურვებთ ჯანმრთელობას !



127 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997