კლუბური ნარკოტიკი - დეპრესიის სამკურნალოდ
Search

კლუბური ნარკოტიკი - დეპრესიის სამკურნალოდ


კლუბური ნარკოტიკი კეტამინისგან დამზადებული ცხვირის სპრეი ესკეტამინი იქნება პირველი სწრაფ მოქმედი ანტიდეპრესანტი, რომელიც დაენიშნება იმ პაციენტებს, ვიზეც ტრადიციული ანტიდეპრესანტები არ მოქმედებს.

ტრადიციული ანტიდეპრესანტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში კვირები ჭირდება სასურველი ეფექტის მისაღწევად, ესკეტამინი იმოქმედებს გამოყენებიდან რამდენიმე საათში.

ესკეტამინი შექმნა ცნობილმა კომპანიამ Johnson & Jonson’s-მა და ის დაინიშნება წყვილში სხვა ანტიდეპრესანტთან ერთად, მხოლოდ იმ პაციენტებისთვის ვინც მეორე ანტიდეპრესანტზე არ რეაგირებს.

ძირითადი განსხვავება ესკეტამინსა და ტრადიციულ ანტიდეპრესანტებს შორის არის მისი მოქმედების პრინციპი. ტრადიციული ანტიდეპრესანტები, მაგალითად პროზაკი, ხელს უწყობს სერატონინის, „ბედნიერების ჰორმონის“, წარმოქმნას ტვინში. ხოლო ესკეტამინი ბლოკავს სხვა ჰორმონის, გლუტამატის, წარმომქმნელ რეცეპტორებს, რაც თავის მხრივ იწვევს პოზიტიურ ცვლილებებს პაციენტის ტვინში.

კლინიკური ცდების შემდეგ მიღებული დადებითი შედეგების მიუხედავად, ესკეტამინი სავარაუდოდ ჯერ ვერ ჩაანაცვლებს ტრადიციულ ანტიდეპრესანტებს, რადგან მისი ერთ თვიან კურსის ღირებულება არის დაახლოებით $7,000

დიდი პერსპექტივის მიუხედავად ესკეტამინი, ისევე როგორც კეტამინი, იწვევს დამოკიდებულებნას და საჭიროებს ექიმის ყოველდღიურ მონიტორინგს, შესაბამისად ის ჯერჯერობით ვერ გახდება სტანდარტული ანტიდეპრესანტების ჩამნაცვლებელი.


#დეპრესია #ანტიდეპრესანტი

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997