კეტოგენური დიეტა
Search

კეტოგენური დიეტა


კეტოგენური დიეტის დროს, ადამიანი ცვლის თავის კვების რაციონს ისე, რომ ორგანიზმმა გამოიმუშაოს კეტონები. ეს ხდება კეტოსის პროცესის დროს, როცა ადამიანი, თავისი ენერგიის მთავარ წყაროდ, წვავს ცხიმს ნახშირწყლების ნაცვლად.

არსებობს დიეტის რამდენიმე ვერსია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია ყოველ მიღებულ 1 გრამ ნახშირწყალსა და პროტეინზე, ორგანიზმს მივაწოდოთ 3-4 გრამი ცხიმი.

გთავაზობთ, იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ კეტოგენური დიეტის დროს, ასევე, რომელი პროდუქტების მიღებისგან არის უმჯობესი თავის შეკავება.


ცხიმები

ცხიმი არის ენერგიისა და კალორიების მთავარი წყარო კეტოგენური დიეტის დროს.

გაჯერებულ ცხიმს შემდეგი პროდუქტები მოიცავს :

ქოქოსის ზეთი (0 გრ. ნახშირწყლები)

ბალახით ნაკვები საქონლის ხორცი (0 გრ. ნახშირწყლები)

ბალახით ნაკვები ძროხის რძის კარაქი (0 გრ. ნახშირწყლები)

მოუხდელი რძე და მოსგან დამზადებული რძის ნაწარმი (4.88 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

კეტოგენური დიეტის დროს, უჯერი ცხიმების მიღებას აქვს უფრო გრძელვადიანი შედეგი. უჯერ ცხიმს კი მოიცავს :

ნუშის ზეთი (0 გრ. ნახშირწყლები)

წიწვოვანი ზეთი (0.39 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

სკუმბრია (0 გრ. ნახშირწყლები)

ზეითუნის ზეთი (0 გრ. ნახშირწყლები)

სარდინია (0 გრ. ნახშირწყლები)

გოგრის თესლი (8.96 გრ. ნახშირწყლები 50 მარცვალში)

ზღვის პროდუქტები

ნიგოზი (13.71 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

გარეული ორაგული (0 გრ. ნახშირწყლები)


პროტეინები

კეტოგენური დიეტა არ არის პროტეინებით მდიდარი. როდესაც ნახშირწყლებს ვიღებთ მცირე რაოდენობით, ორგანიზმი გარდაქმნის ჭარბ პროტეინს გლუკოზაში, რითაც ზღუდავს კეტოსს.

კეტოგენური დიეტის დროს, საკვები რომელიც არის პროტეინის წყარო, იგივეა, რაც ჯანსაღი ცხიმები. მაგალითად, ბალახით ნაკვები ხორცის პროდუქტები, დიეტის მთავარი ნაწილია, რადგან ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს, რაც უპირატესობად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

თხილეული, მარცვლეული და კვერცხი ასევე მნშვნელოვანი ნაწილია აღნიშნული დიეტის დროს.

მენიუში შეგიძლიათ შეიყვანოთ ზღვის პროდუქტებიც, განსაკუთრებით თევზი და კრევეტები და კიბორჩხალა.

ზოგი ზღვის პროდუქტი შეიცავს ნახშირწყლებს, რაც უნდა გაითვალისწინონ კეტოგენურ დიეტაზე მყოფმა ადამიანებმა. ეს პროდუქტებია : მოლუსკები, მიდიები, ხამანწკები და კალმარები.


ბოსტნეული

მწვანე ბოსტნეული, მათ შორის, ბროკოლი, ბარდა, მწვანე ლობიო, არტიშოკი, სალათი და ყაბაყი.

კეტოგენური დიეტის დროს, ბოსტნეულიდან რეკმენდირებულია ის პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს სახამებელს, რადგან სახამებლიან ბოსტნეულში არის ნახსირწყლებიც.

უსახამებლო ბოსტნეულია :

არტიშოკი (10.51 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

სატაცური (3.88 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

თოთო სიმინდი (18.7 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

ბროკოლი (6.64 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

ბრიუსელის კომბოსტო (8.95 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

ბადრიჯანი (5.88 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

მწვანე ლობიო (6.97 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

ოკრა (7.45 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

ხახვი (9.34 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

სხვადასხვა სალათის ფოთოლი (11.69 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

პომიდორი (3.89 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

ბოლოკი (3.39 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)

წყლის წაბლი (6.34 გრ. ნახშირწყლები 100 გრ.-ში)


ხილი

კეტოგენური დიეტა არ შეიცავს ხილს, რადგან მასში არის მაღალი შაქრისა და ნახშირწყლების შემცველობა. თუმცა, ავოკადოს მიღება შესაძლებელია, მაღალი შემცველობის ცხიმის გამო. მცირე რაოდენობით მაყვალი ასევე დასაშვებია.


რომელ საკვებს უნდა ავარიდოთ თავი

ის საკვები, რომელიც უმეტესად ნახშირწყლებია, საერთოდ გამორიცხეთ კეტოგენური დიეტიდან. ასეთებია, ცომეული და სხვადასხვა პასტები.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997