კეტოგენური დიეტა ეპილეფსიის სამკურნალოდ
Search

კეტოგენური დიეტა ეპილეფსიის სამკურნალოდ


კეტოგენური დიეტა გულისხმობს ყოველდღიურ რაციონში ნახშირწყლების დოზის შემცირებას.

როდესაც იღებთ დიდი რაოდენობით

ნახშირწყლებს, ორგანიზმი გამოიმუშავებს გლუკოზასა და ინსულინს.

ორგანიზმი იყენებს გლუკოზას, როგორც ენერგიის მთავარ წყაროს, ამიტომ ცხიმები საჭირო აღარ არის და ისინი “ინახება”. ნახშირწყლების დოზის შემცირებით, ორგანიზმი ვარდება მდგომარეობაში, რომელიც ცნობილია კეთოსის სახელით.

კეთოსი არის ბუნებრივი პროცესი, რომელსაც ორგანიზმი ინიცირებს მცირე რეოდენობის საკვების მიღებისას. ამ დროს, ჩვენ გამოვიმუშავებთ კეტონებს, ცხიმების ღვიძლში მოხვედრით.

კეტონების ოპტიმალურ დონეს შეუძლია ჩვენს ორგანიზმს მრავალი სარგებელი მოუტანოს. მათ შორის:

1. წონაში კლება - კათოგენური დიეტის დროსხდება წონაში კლება ისე, რომ თქვენ არ ხართ მშიერი, რადგან იღებთ საკმარისი რაოდენობის პროტეინებს.

2. აკნეს შემცირება - აკნეს გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი სწორედ სისხლში შაქრის დონეა. ნახშირწყლების დოზის შემცირება დიდი ალბათობით გამოდევნის ბაქტერიებს და შეამცირებს აკნეს.

3. აუმჯობესებს გულ-სისხლძრღვთა ჯანმრთელობას - კვლევებმა აჩვენა, რომ კათოგენური დიეტა ამცირებს ქოლესტერინის დონეს, შესაბამისად უმჯობესდება გულ-სისხლძრღვთა მდგომარეობაც.

4. მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება - ბევრი ადამიანი იყენებს კათოგენურ დიეტას

კონკრეტულად მენტალური

პერფორმანსისთვის. კათონები აუმჯობესებს

კონცენტრაციის უნარს და ტვნინის ფუნქციონირებას მთლიანობაში.

5. ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის:

კეტოგენური დიეტა ამცირებს შეტევების სიხშირეს ეპილეფსიით დაავადებულებში. შემთხვევების ნახევარში, მაშინაც კი, როდესაც პაციენტები ღებულობენ ანტიეპილეპტიკურ პრეპარატებს, თუმცა შეტევების რიცხვი არ კლებულობს, კეტოგენური დიეტა მათ რიცხვს 50%-მდე ამცირებს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ დიეტა თავისთავად ამცირებს გლუტამატის რაოდენობას ტვინში და აძლიერებს GABA-ს (გამა ამინოზეთოვანი მჟავა) სინთეზს, რაც ხელს უშლის შეტევების წარმოშობას. კეტოგენური დიეტა ასევე, ხელს უწყობს ტვინში ანთებითი პროცესის და ინფექციებისგან გამოწვეული სხვა ანთებების, მენინგიტის, ენცეფალიტისა და ავტოიმუნური აშლილობების შემცირებას, რომლებიც იწვევენ შეტევებს.


ნახე დიეტა


© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997