თუ ფიქრობ, რომ სულ გშია....
Search

თუ ფიქრობ, რომ სულ გშია....


ბევრ ადამიანს აწუხებს შიმშილის გრძნობა, მაშინაც კი როდესაც სინამდვილეში არ შიათ. განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, თუ რისი ბრალი შეიძლება იყოს მუდმივი შიმშილი?



1. არასაკმარისი ძილი

თუ ადამიანს სძინავს არასაკმარისი დრო, ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი, რაც იწვევს მადის მატებასა და სიმსუქნეს.

2. მოწყენილობა

ხანდახან ადამიანი უბრალოდ მოწყენილია და არა მშიერი. ამის გამო ის გაუაზრებლად ცდილობს რამით გაიხალისოს თავი და ჭამას იწყებს, რადგან ჰგონია, რომ მშიერია.

3. ჰორმონი-ლეპტინი

ლეპტინი არის ჰორმონი, რომელიც გადასცემს თავის ტვინს, რომ კუჭი სავსეა. მათ ვისაც აწუხებთ ამ ჰორმონის ნაკლებობა აქვთ მუდმივი შიმშილის გრძნობა.

4. სტრესი

არსებობს მოსაზრება, რომ მათ ვისაც ხშირად უწევთ ყოველდღიურ სტრესთან გამკლავება, აქვთ უფრო დიდი მადა.

5. ალკოჰოლი

არსებობს მოსაზრება, რომ ალკოჰოლი ააქტიურებს შიმშილის გრძნობას, სწორედ ამიტომ ის ადამიანები, ვინც ალკოჰოლს იღებენ საკვებთან ერთად, ჭამენ უფრო მეტს.

არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი, რომელიც იწვევს შიმშილს. ის შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალო მოწყენილობით, მაგრამ შეიძლება იყოს რაიმე დაავადების მანიშნებელი. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.


#შიმშილი

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997