ზეითუნის ზეთი სიმსივნესთან საბრძოლველად - კვლევა
Search

ზეითუნის ზეთი სიმსივნესთან საბრძოლველად - კვლევა


ზეითუნის ზეთის მთავარ ინგრედიენტს აქვს ტვინის სიმსივნესთან გამკლავების პოტენციალი.


ზეითუნის ზეთი, როგორც ცნობილია კარგია ადამიანის თმებისა და კანისთვის, მაგრამ ახალი კვლევის თანახმად ის ასევე შეიძლება იყოს ტვინში კიბოს უჯრედების ხელშემშლელი ბუნებრივი საშუალება.

ოელინის მჟავა, ზეითუნის ზეთის მთავარი შემადგენელი ნაწილი, ედინბურგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ხელს უწყობს ტვინში სიმსივნესთან მებრძოლი მოლეკულის, მიკროRNA-7-ის (miR-7), წარმოქმნას. miR-7 ებრძვის პროტეინს, რომელიც არის პასუხისმგებელი სიმსივნის ზრდასა მუტაციაზე.

miR-7 არის ძალიან ეფექტური, სიმსივნის ერთ ერთ ყველაზე აგრესიულ და ლეტალურ ფორმასთან, გლიობლასტომასთან, ბრძოლაში. თუმცა miR-7-ს ყოველთვის არ ეძლევა თავისი ფუნქციის ჯეროვნად შესრულების საშუალება. miR-7-ს წარმოქმნას ხელს უშლის უჯრედის პროტეინი MS12.

სწორედ ამაში არის ოელინის მჟავის გამოყენების პოტენციალი. ოელინის მჟავა ხელს უშლის MS12-ის მოქმედებას და არ აძლევს მას საშუალებას უარყოფითი ეფექტი იქონიოს miR-7-ზე.

ამ დამაიმედებელი შედეგების მიუხედავად, მკვლევარები არ არიან დარწმუნებული რომ, მეტი ზეითუნის ზეთის მოხმარება არის ეფექტური საშუალება ტვინის სიმსივნესთან ბრძოლისთვის, მაგრამ ეს აღმოჩენა მომავალში აუცილებლად მოიტანს შედეგებს ეფექტური მკურნალობის შექმნაში.

27 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997