ვაქცინის გვერდითი ეფექტები - რამდენად სარისკოა?
Search

ვაქცინის გვერდითი ეფექტები - რამდენად სარისკოა?


დღესდღეობით ვაქცინებს საზოგადოება დადებითად აღნიშნავს და ითვლება, რომ ისინი უფრო მეტ დადებითს აკეთებენ ვიდრე უარყოფითს, თუმცა, სოციუმის გარკვეულ ნაწილს ამის არ სჯერა და პირიქით: ამბობენ რომ ვაქცინა კლავს და მისი გვერდითი მოვლენები შეიძლება ლეთალურიც კი აღმოჩნდეს.

დიახ, როგორც ზევით აღინიშნა ვაქცინებს მართლაც აქვთ გვერდით მოვლენები, მაგრამ, ამის უკეთ გასარკვევად აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორ ებრძვის ვაქცინა და იმუნიტეტი დაავადებას. ჩვენი ორგანიზმი ყოველდღიურად ინფექციური თავდასხმის მსხვერპლია, თუმცა, ჩვენი იმუნური სისტემა ამას ისე სწრაფად უმკლავდება, ჩვენ უმეტეს შემთხვევაში ვერც კი ვხვდებით, მაგრამ, ეს ყოველთვის ასე არ არის, თუ ინფექცია გამრავლდა და ჩვენი იმუნიტეტი მას ჩვეულებრივი ხერხებით ვერ უმკლავდება გამოიყოფა ანტისხეულები, რომლებიც  კერძოდ ამ დაავადების მიმართ არიან ეფექტურები, სამწუხაროდ, მათ წარმოქმნას ჩვენი ორგანიზმი 2-3 დღეს ანდომებს. იმუნიტეტს აქვს “დამახსოვრების” ფუნქცია, სადაც, იგი იმახსოვრებს გარკვეულ გადატანილ დაავადებებს მეხსიერების უჯრედებში (B ლიმფოციტებში) და როგორც კი ეს დაავადება ისევ შეიჭრება ჩვენს სხეულში, გამოიყოფიან ანტისხეულები, რომლებიც მყისიერად აღმოფხრავენ მას. ბავშვების ხშირი დაავადება გამოწვეულია ზუსტად ამ ფაქტორით, მათ არ აქვთ გადატანილი დაავადებები და შესაბამისად, მათი იმუნიტეტი არ ფლობს ინფორმაციას ამა თუ იმ დაავადებაზე, ზოგი ინფექცია შეიძლება ვერც გადაიტანონ, დედისგან მიღებული ანტისხეულები კი დაბადებიდან მხოლოდ 6 თვის განვმალობაში იცავენ მას.  ზუსტად ამიტომ შეიქმნა ვაქცინა.

ვაქცინების მუშაობის პრინციპი კი საკმაოდ მარტივია:

1. მკვდარი ან ნაკლებად პოტენტური ვირუსის შეყვანა ორგანიზმში

2. ორგანიზმი წარმოქმნის მეხსიერების უჯრედებს ამ დაავადების მიმართ და ხდება იმუნური

3. სურვილისამებრ შეიძლება უფრო ძლიერი ვირუსის შეყვანა ორგანიზმში რათა იმუნურმა სისტემამ წარმოქმნას მეტი მეხსიერების უჯრედი

ვაქცინები უმეტეს შემთხვევაში წლობით და შეიძლება ცხოვრების განვმალობაში გვიცავენ სხვადასხვა დაავადებებისგან, გარდა სხვადასხვა გრიპებისა, რომლებიც ყოველწელს განიცდიან მუტაციას, რის გამოც საჭიროა ყოველწელს ახალი ვაქცინის მიღება.


მოდით ასევე განვიხილოთ თუ რა მოხდებოდა ვაქცინების არარსებობის შემთხვევაში რეალური სტატისტიკით:

წარმოვიდგინოთ, პარალელურ სამყაროში, განვითარებული ქვეყანა წესიერი ჯანდაცვის სისტემით სადაც ვაქცინები არ არსებობს. ვთქვათ,წელიწადის განვმალობაში წითელათი დაავადდა 10 მილიონი ბავშვი, აქედან 98%-ს გაუჩნდება გამონაყარი და მაღალი სიცხე, ამ ბავშვებიდან 800,000 (8%)ს გაუჩნდება საშიში ფორმის ფაღარათი, 700,000 (7%)ს გაუჩნდება ყურის ინფექცია, რომელსაც შეუძლია ბავშვს სამუდამოდ დააკარგვინოს სმენის უნარი, 600,000(6%)ს გაუჩნდება პნევმონია(ფილტვების ანთება), რომელიც ყველაზე მძიმე გვერდითი მოვლენაა და 600,000 ბავშვიდან სტატისტიკურად 12,000 შეეწირება. 10,000(0.1%) ბავშვს გაუჩნდება ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება), 2,500 ბავშვს გაუჩნდება ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი, საშიში ვირუსი, რომელიც წითელას შემდგომ რჩება ტვინში და რამოდენიმე წელიწადში იწვევს ეპილეპტიკურ შეტევებს, სპაზმებს, კომას და ხშირ შემთხვევაში სიკვდილს ჯამში, 2,500,000 ბავშვი იგრძნობს წითელას საკმაოდ მძიმე ეფექტებს, აქედან სტატისტიკურად 20,000 კი ვერ გადარჩება.

ჩავატაროთ იგივე ექსპერიმენტი მაგრამ ამ შემთხვევაში ამ 10 მილიონ ბავშვს მივცეთ ვაქცინა.

მათგან, 10%ს გაუჩნდება მაღალი სიცხე, 500,000(5%)ს გაუჩნდება გამონაყარი, 100(0.001%) ბავშვს ექნება ალერგიული რეაქცია, თუმცა უმეტეს წილად კონტრილირებადი და არც ისე საშიში, 10 (0.0001%) ბიჭს გაუჩნდება გენიტალიების ანთება, 10 ბავშვს კი შეიძლება ტვინის ანთება გაუჩნდეს. ჯამში მიახლოებით 100მდე ბავშვი იგრძნობს წითელას შემსუბუქებულ ეფექტებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, ვაქცინით გამოწვეული სიკვდილის რიცხვი რეალურად 0-ის ტოლია.

42 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997