ბავშვის პირის ღრუზე ზრუნვა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? - ექიმის რჩევები
Search

ბავშვის პირის ღრუზე ზრუნვა, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? - ექიმის რჩევები


ყველა მშობლისთვის საინტერესოა თუ როგორ უნდა იზრუნონ ბავშვის პირის ღრუზე, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება და რა უნდა გაითვალისწინონ პატარას პირველი კბილის ამოსვლისას. ამ ყველაფერთან დაკავშირებით DigitalMed-ს ესაუბრა ნინო გვასალია, PhD ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი სტომატოლოგი სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“; ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი; სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX მრჩეველი


როდის უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის პირის ღრუზე ზრუნვა?

ბავშვების პირის ღრუზე ზრუნვა დაბადებისთანავე იწყება, პერიოდულად უნდა მოხდეს პირის ღრუს დათვალიერება მშობლის მიერ. თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება პატარს პირის ღრუს პირველი კბილის ამოჭრის დროს უნდა მივაქციოთ, ეს დაახლოებით 6-7 თვის ასაკია. ამ პერიოდიდანვე არის სასურველი კბილის წმენდის დაწყებაც. ამ ასაკისთვის კბილის ხეხვა გულისხმობს კბილის დამუშავებას სპეციალური საწმენდის ან თითზე შემოხვეული მარლის საშუალებით.


როდის არის განსაკუთრებით საყურადღებო ასაკი მოზარდებში და როდის ყალიბდება მუდმივი კბილები?

ასევე უმნიშვნელოვანესი და საყურადღებოა 6-7 წლის ასაკი, როდესაც მუდმივი კბილების ამოჭრა იწყება. მშობლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს პირველი მუდმივი მოლარის(მეექვსე კბილის) ამოჭრა. სწორედ ეს არის კბილი, რომელიც მომავლში ბავშვის თანკბილივის სიმაღლეს და მის სწორად ჩამოყალიბებას განსაზღვრავს. პირველი მუდმივი მოლარი არის პირველი კბილი, რომელიც ამოდის სარძევე კბილების უკან, შესაბამისად ხშირად მშობლებს შეიძლება გამოეპაროთ მისი ამოსვლის მომენტი, ან სარძევე კბილად მიიჩნიონ იგი და ნაკლები ყურადღება მიაქციონ. სწორედ ამ ეტაპზეა ყველაზე მნიშვნელოვანი პირის ღრუს ჰიგიენაზე განსაკუთრებული ზრუნვა. ბავშვს ხშირად დამოუკიდებლად უჭირს სრულყოფილად დაამუშავოს და გაწმინდოს ყველა კბილის ყველა ზედაპრი, ამიტომ აუცილებელია წმენდა ჩატარედეს მშობლის მიერ, მომდევნო პერიოდში კი ბავშვი უკვე დამოუკიდებლად იწმენდს კბილებს, თუმცა მაინც მშობლის მეთყვალყურების ქვეშ, რათა სრულყოფილი წმენდის უზრუნველყოფა მოხდეს


როდის უნდა დაიგეგმოს ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან და რა სიხშირით?

რაც შეეხება პროფესიონალურ მზურველობას და სტომატოლოტან ვიზიტებს. სასურველია პირველი ვიზიტი მაქსიმალურად მცირეწლოვან ასაკში დაიგეგმოს, ბავშვის ინდივიდუალური ფსიქოემოციური მდგომარეობის შესაბამისად. ამ ეტაპზე ვიზიტი მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს, ხდება პატარას შეჩვევა გარემოსთან, ბავშვი და მისი მშობლები პირის ღრუზე სწორად ზრუნვას სწავლობენ,კვების რეჟიმთან დაკავშირებით ღებულობენ რჩევებს.

მომდევნო ეტაპზე მანიპულაციების ჩატარება უკვე გამარტივებულია და ბავშვს აღარ უჭირს სიტუაციასთან ადაპტაცია.

აქტიური ზრდის და ცვლადი თანკბილვის პერიოდში გეგმიური ვიზიტები სტომატოლთან სასურველია 4-6 თვეში ერთხელ ჩაინიშნოს, უკვე ჩამოყალიბებული თანკვილს პერიდოში კი წელიწადში ორჯერ ვიზიტი სტომატოლოგთან საკმარისია.

46 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997