დეჰიდრატირებული ხარ? რას გულისხმობს ეს?
Search

დეჰიდრატირებული ხარ? რას გულისხმობს ეს?


თუ შენი ორგანიზმი იმაზე მეტ წყალს გამოყოფს ვიდრე იღებ მაშინ შენ დეჰიდრატირებული ხარ. ანუ ორგანიზმი განიცდის წყლის ნაკლებობას. ყოველივე ეს კი სხეულს ურთულებს ისეთი მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როგორიცაა ტემპერატურის სტაბილურობა და ორგანიზმის ნარჩენებისგან გასუფთავება. ადამიანის ორგანიზმს სისტემატურად სჭირდება წყლის მარაგის აღდგენა, რადგან ჩვენი სხეული ყოველდღე, მაშინაც კი როცა გამოყოფს ოფლსა და ცრემლს კარგავს დიდი რაოდენობით წყალს.

რა გავლენას ახდენს წყლის ნაკლებობა ადამიანზე?

ჩვენი სხეულის 60-80% წყალს შეიცავს და თუ ის განსაზღვრულ დონეზე ნაკლები აღმოჩნდება მაშინ ეს გახდება მრავალი პრობლემის გამოწვევის მიზეზი. წყლის რაოდენობის ოდნავ შემცირებასაც კი შეუძლია იქონიოს გავლენა ადამიანის ხასიათზე და შეუშალოს ხელი კონცენტრირებაში. გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა და ა.შ.

როგორ აღმოვფხვრათ წყლის ნაკლებობის პრობლემა?

ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანმა დღე-ღამეში აუცილებელად უნდა მიიღოს ყველაზე ცოტა 1,5 ლიტრი წყალი. რაც შეეხება ჭარბი, ან არასაკმარისი წონის ადამიანებს, მათთვის წყლის მიღების დღიური ნორმა მკაცრად ინდივიდუალურია. თუმცა წყლის მიღების დღიური ნორმა ასევე დაკავშირებულია მრავალ ფაქტორებთან როგორიცაა წელიწადის დრო, დღის პერიოდი, ტენიანობა, ასაკი და ა.შ.


ზუსტი რაოდენობის გამოსათვლელად მიწერე DigitalMed-ს მესენჯერში

მაგ: “რამდენი ლიტრი წყალი უნდა დავლიო?”

305 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997