დეპრესიის სიმპტომები და გამაფრთხილებელი ნიშნები
Search

დეპრესიის სიმპტომები და გამაფრთხილებელი ნიშნები



იმაში, რომ თქვენ დროდადრო მოწყენილი ხართ, საგანგაშო არაფერია, თუმცა თუ ისეთი ემოციები, როგორიცაა უიმედობა და სასოწარკვეთა, წუთითაც არ გტოვებენ, ეს უკვე შეიძლება დეპრესიის ნიშანი იყოს.

დეპრესიის დროს ძალიან გვეჩვენება რომ ძალიან ძნელია ცხოვრებით ტკბობა, ზოგჯერ კი უბრალოდ ფუნქციონირებაც კი. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად უიმედოდ გრძნობთ თავს, დეპრესიის დამარცხება ყოველთვის შესაძლებელია. დეპრესიის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება და სიმპტომების მიხედვით, მისი ტიპის დადგენა, არის განკურნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები.


რა არის დეპრესია ?

დეპრესია არის ძალიან გავრცელებული და საკმაოდ მწვავე განწყობის პრობლემა. დეპრესია ცვლის ადამიანის აზროვნებას, შეგრძნებებს და ყოველდღიურ ფუნქციონირებას. ის გავლენას ახდენს თვენს შესაძლებლობებზე იმუშაოთ, იკვებოთ, იძინოთ, ისწავლოთ და იყოთ კმაყოფილი თქვენი ცხოვრებით. ამ დროს, უიმედობის, უმწეობის და დაუცველობის შეგრძნებები როგორც წესი, ძალიან იშვიათად ტოვებენ ადამიანს.

ზოგი დეპრესიას უწოდებს “შავ ხვრელში ცხოვრებას”, ზოგი ამბობს, რომ ის მუდმივად განსაცდელის მოლოდინშია, სხვები კი გრძნობენ უსიცოცხლობას, სიცარიელესა და აპათიას. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით განიცდით დეპრეასიას, მისმა უგულებელყოფამ შესაძლოა სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემამდე მიგიყვანოთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ უიმედობა და უსიცოცხლობა არის დეპრესიის სიმპტომები და არა თქვენი რეალური სიტუაცია.


10 ყველაზე გავრცელებული დეპრესიის ნიშანი :


1. შეგრძნება, რომ ხართ უიმედოდ და ვერავინ დაგეხმარებათ - განცდა, რომ არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ და რომ ვერაფერს გააკეთებთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად.

2. ყოველდღიური ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა - თქვენ აღარ გაინტერესებთ ის, რაც ადრე იყო თქვენი ჰობი, სხვა სოციალური აქტივობები, სექსი.. თვენ აღარ შეგიძლიათ იგრძნოთ სიხარული, ან სიამოვნება.

3. მადის ან წონის ცვლილება - თქვენ იმატებთ ან იკლებთ თვეში 5%-ს მაინც, თქვენს რეალურ წონასთან შედარებით

4. ძილის გრაფიკის ცვლილება - თქვენ გაწუხებთ უძილობა, გეღვიძებათ ძალიან ადრე, ან პირიქით, ვერ იღვიძებთ საჭირო დროს.

5. სიბრაზე და გაღიზიანება - მუდმივად შეწუხებული და ზოგჯერ აგრესიული. თვენი მოთმინების უნარი ძალიან სუსტია და ყველაფერი ადვილად გაღიზიანებთ.

6. ენერგიის კლება - მოდუნებულად და სუსტად ყოფნა. გეჩვენებათ, რომ თვენი ტანი არის ძალიან მძიმე და მარტივი საქმის შესრულებაც კი ძალიან გღლით

7. საკუთარი თავის სუძულვილი - დანაშაულის შეგძნება. თქვენ მუდმივად აკრიტიკებთ თქვენს თავს დაშვებული შეცდომების გამო

8. წინდაუხედავი ქცევები - თვენ იწყებთ ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებას, გიტაცებთ აზარტული თამაშები და სახიფათო სპორტის სახეობები.

9. კონცენტაციის პრობლემები - თქვენთვის ძნელდება ერთ საკითხზე ფოკუსირება გადაწყვეტილების მიღება და ინფორმაციის დამახსოვრება

გაურკვეველი ტკივილები - ფიზიკური ტკივილები, მაგალითად, თავის, წელის, მუცლისა და კუნთების ტკივილი.



#დეპრესია #დეპრესიისნიშნები


გაინტერესებს როგორ უმკურნალო დეპრესიას? - ჰკითხე DigitalMed-ს

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997