დაიწყე დღე მუსიკით
Search

დაიწყე დღე მუსიკით


მუსიკა ადამიანის ხასიათზე, ემოციებზე დიდ გავლენას ახდენს. ის მოქმედებს და აძლიერებს ჩვენს ემოციებს.

მეცნიერები იკვლევენ თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ადამიანის ტვინზე, შემეცნებით უნარზე. არსებობს მოსაზრება, რომ სტრესის, დაძაბულობის, დეპრესიის მოსახსნელად ერთ-ერთი კარგი საშუალება არის მუსიკის მოსმენა. ასევე ფიქრობენ რომ, პოზიტიური მუსიკის მოსმენისას აქტიურდება და ფართოვდება ადამიანის შემოქმედებითი უნარი.

იმის გათვალისწინებით, რომ მუსიკა ხსნის დაძაბულობას, და ასევე გვაძლევს საშუალებას განვიტვირთოთ, შესაბამისად ასვენებს ტვინსაც. დასვენებულ გონებაზე კი სწავლა, ახალი ინფორმაციის მიღება, უფრო მარტივია.

ზოგი ადამიანი მუსიკის მიმართ განსაკუთრებულად მგრძნობიარეა. მათში უფრო მეტი ემოციები იყრის თავს, ასევე ჟრუანტელი უვლით, ცრემლი ადგებათ. მუსიკა ხშირად დაკავშირებულია ემოციებთან. მუსიკა ხშირად გვახსენებს წარსულ გამოცდილებას, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი. სწორედ ამიტომ მელოდია ინახავს მოგონებებს.

ყველაზე ხშირად როგორც ავღნიშნეთ მუსიკას იყენებენ დეპრესიის მოსახნელად. მარტო ყოფნის სურვილის დროს, ემოციებისგან განსათავისუფლებლად და ასევე შემდეგ დადებითი განწყობის ასამაღლებლად მუსიკა ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება.

მუსიკის მოყვარულებში არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ დილით სასიამოვნო მუსიკით გაღვიძება მთელი დღის განწყობაზე მოქმედებს. ხოლო დადებითი განწყობა კი ადამიანს უფრო პროდუქტიულს და ქმედით უნარიანს ხდის.

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997