გაჯეტი, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას
Search

გაჯეტი, რომელიც გაგიმარტივებთ ცხოვრებას

თან სატარებელი ტექნიკა არის ყველა ელექტრონული მოწყობილობის დასახასიათებელი საერთო ტერმინი, რომელიც შეგიძლია სხეულზე ჩაიცვა ან დაიმაგრო. მაგალითად სმარტ საათები, ფიტნეს ტრეკერი ან Snapchat-ის ფოტოკამერიანი სათვალე.

თუმცა ქვევით მოცემული ტექნიკური აქსესუარები განსაკუთრებით ამარტივებენ და აუმჯობესებენ ადამიანის ყოველდღიურობას


KardiaBand

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 18 მილიონამდე ადამიანი კვდება გულის დაავადებებით.

გულის შეტევის თავიდან არიდების ყველაზე მარტივი გზა არის გულის მდგომარეობის რეალურ დროში მონიტორინგი. ამის ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის ელექტროკარდიოგრამა, რომელიც ტრადიციულად ხელმისაწვდომია მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში.

გულის შეტევის რისკის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ კანზე დაიმაგროთ KardiaBand, რომლის მეშვეობით შეძლეთ მარტივად და რაც მთავარია უფასოდ ჩაიტაროთ ელექტროკარდიოგრამა და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს


Aira

მსოფლიოში დაახლოებით 280 მილიონი მხედველობა დაქვეითებული ადამიანი ცხოვრობს. მათთვის ყოველდღიური ამოცანების შესრულება ძალიან რთულია და ხშირად შეუძლებელიც კი.

ამ მოწყობილობის დახმარებით მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს შეუძლიათ მეტ ნაკლებად სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ და მარტივად დაძლიონ სხვანაირად მათთვის გადაულახავი დაბრკოლებები.

მოწყობილობის მუშაობის პრინციპი მარტივია: ეს არის სათვალე, რომელსაც აქვს კამერა და ყურსასმენები. კამერიდან მიღებულ გამოსახულებას უყურებს ოპერატორი და მხედველობა დაქვეითებულ მომხმარებელს აძლევს მითითებებს ყურსასმენის მეშვეობით

დღეს დღეობით ეს მომსახურება თვეში $89-$290 ღირს, მაგრამ Aira გეგმავს თავის სერვისი გადაიყვანოს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ახლო მომავალში.


L’Oreal UV Sense

როგორც ყველასათვის არის ცნობილი მზის სხივები მავნებელია ადამიანის კანისთვის და შეიძლება გამოიწვიოს როგორც დამწვრობა და კანის ნაადრევიდაბერება, ასევე კანის პერმანენტული დაზიანება და კანის კიბო.




L`Oreal-ის შექმნილი ფრჩხილის ზომის სენსორი აგროვებს მონაცემებს და გადასცემს მათ სმარტფონში, თუ მომხმარებელი ზედმეტ დროს ატარებს მზეში


iTBra

iTBra- არის მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მოწყობილობა, რომელიც არის სტანდარტულ მამოგრაფიაზე უფრო ზუსტი და მარტივი.

მისი მოთავსება შესაძლებელია ნებისმიერ ბიუსტჰალტერში და ის უწევს მონიტორინგს სხვა და სხვა მაჩვენებლებს და ანომალიის შემთხვევაში სმარტფონთან კავშირით გადასცემს ინფორმაციას ექიმს, რაც იძლება ადრეული აღმოჩენის და მკურნალობის საშუალებას.


Owlet

Owlet არის ახალშობილის ჭკვიანი წინდები, რომელიც მუდმივ მონიტორინგს უწევს ბავშვის ჯანმრთელობას. წინდა ზომავს გულის ცემის და ჟანგბადის დონეს ორგანიზმში და გადასცემს მათ მშობლის სმარტფონზე.


#გაჯეტი #ტექნიკა #ინოვაციები

#ინოვაციურიტექნოლოგიები

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997