ბროკოლი და ისპანახი მეხსიერების გასაუმჯობესებლად
Search

ბროკოლი და ისპანახი მეხსიერების გასაუმჯობესებლად


ილინოისის კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბროკოლი და ისპანახი აუმჯობესებს მეხსიერებას და დადებით ზეგავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ინგრედიენტებში დიდი რაოდენობითაა ლუთეინის კომპონენტი. ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს, რომლებიც ბროკოლსა და ისპანახს მიირთმევდნენ, აღენიშნათ ამ ელემენტის კონცენტრაციის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რაც ზემოქმედებს ე. წ. ,,დაკრისტალებულ ინტელექტზე’’. ამ კვლევამ გამოავლინა, რომ ამ ანტიოქსიდანტის ზრდა ხელს უწყობს ადრე მიღებული ცოდნის დაკრისტალებას.


ტესტების კვლევისა და შემოწმების შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ლუთეინის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებს ტესტირებისას მეტი სწორი პასუხი ჰქონდათ დაბალი მაჩვენებლის მქონე მოხალისეებისგან განსხვავებით. გარდა ამისა, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ტესტების უკეთესი შედეგების მქონე მონაწილეებს თავის თვინში მეტი რუხი ნივთიერება ჰქონდათ, რომელიც უშუალოდ ზემოქმედებს დაკრისტალებული ინტელექტის ჩამოყალიბებაზე.


გამოვლინდა რომ ეს ანტიოქსიდანტი ამცირებს ანთებით პროცესებს ტვინში და აუმჯობესებს ინფორმაციის გადატანას ნერვული უჯრედების მიერ.

შეგახსენებთ, რომ კოლეგებმა ფლორიდის კვლევითი ცენტრიდან ჩაატარეს მსგავსი ცდები. გამოცდის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ლუთეინი თავიდან აგვაცილებს ასაკობრივ მაკულარულ დეგენერაციას, რაც განაპირობებს მხედველობის გაუარესებას ხანდაზმულებში. მათი მონაცემების მიხედვით, ეს ნივთიერება ეხმარება ადამიანს ახალგაზრდული და ელასტიური კანის შენარჩუნებაში.

35 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997