რა უნდა იცოდე ანემიაზე
Search

რა უნდა იცოდე ანემიაზე


სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვისას, ძვლის წითელი ტვინის ფუნქციის დაქვეითების ან რკინის დეფიციტის შედეგად ორგანიზმში მკვეთრად იკლებს ერიტროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა, რასაც ეწოდება ანემია


სიმპტომები

თუ ხშირად ხარ დაღლილი, იმ შემთხვევაშიც კი თუ კარგად გძინავს და გრძნობ ენერგიის ნაკლებობას შენ შესაძლო გჭირდეს ანემია.


ანემია ძირითადად ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით ხასიათდება:

• ადვილად დაღლა

• ტერფების ან ხელების გაციება

• საერთო სისუსტე

• სიფერმკრთალე

• თავის ტკივილი და თავბრუხვევა

• ტკივილი გულმკერდის არეში

• გახშირებული გულისცემა

• სუნთქვის უკმარისობა

• ფრჩხილების მტვრევადობა

• მადის დაქვეითება განსაკუთრებით ჩვილებსა და ბავშვებში

• გულთან დაკავშირებული პრობლემები


ადამიანებს ვისაც აქვთ ანემია სისხლში დაბალი დოზით აქვთ ჟანგბადი, რის გამოც გული უფრო ძლიერად მუშაობს. სიმპტომები მოიცავს არითმიას, ქშინვას, მკერდის არეში ტკივილს და აშ.


რა იწვევს ანემიას?

• ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობით რკინას

• სისხლის დაკარგვის შედეგად ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობა მკვეთრად მცირდება

• ორგანიზმში არ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედები

• ორგანიზმი ანადგურებს სისხლის წითელ უჯრედებს

• ვიტამინების ნაკლებობა


ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა რკინადეფიციტური ანემია. როდესაც ორგანიზმში რკინა საკმარისი რაოდენობით არ არის, ეს სისხლის წითელ უჯრედებში ჰემოგლობინის ანუ ჟანგბადის გადამტანი ცილის დეფიციტს განაპირობებს.


მკურნალობა

რკინის ან ვიტამინების ნაკლებობით გამოწვეული ანემიის პრევენცია და განკურნება შესაძლებელია ჯანსაღი კვების რაციონით, რომელიც შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ საკვებ ნივთიერებებს:

რკინას

ვიტამინ C-ს

ვიტამინ B12-ს

ფოლატს


#ანემია #რკინისდეფიციტი

83 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997