ალკოჰოლიკი ვირთხები
Search

ალკოჰოლიკი ვირთხები


სკრიპის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა შეძლეს ვირთხებში ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაქვეითება, მათი ტვინის სპეციფიურ რეგიონების ლაზერით დაშუქების მეშვეობით.

ვირთხების ტვინში მოხდა ოპტიკური მიმღების ჩანერგვა, რომელიც ლაზერის დანათების შემდეგ ააქტიურებს შესაბამის ნეირონებს და ამცირებს ალკოჰოლის დალევის სურვილს და ალკოჰოლზე დამოკიდებულების ფიზიკურ სიმპტომებს.

მკვლევარებს ამ ტექნოლოგიის პოტენციალის დიდი იმედი აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სანამ მსგავსი ტექნოლოგია საკმარისად დაიხვეწება ადამიანებში გამოსაცდელად, შეიძლება რამდენიმე ათწლეული გავიდეს.

სამწუხაროდ ტვინის იმპლანტებიანი, ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ნახვა უახლოესი 30 წელიწადი მოსალოდნელი არ არის, მკვლევარების თანახმად.

19 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997