ავოკადოს კანზე ლისტერია აღმოაჩინეს!
Search

ავოკადოს კანზე ლისტერია აღმოაჩინეს!


სანამ ხილის გაფცქვნას დააპირებთ, აუცილებლად გარეცხეთ. FDA(სურსათისა და მედიკამენტის ადმინისტრაცია)-ის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ავოკადოს 18%-ს კანზე აღმოაჩნდა ლისტერია. ნაყოფში 1%-ზე ნაკლებში, რომელსაც მივირთმევთ, ასევე აღმოაჩინეს საშიში ბაქტერია.


ლისტერია იწვევს ლისტერიოზს, ინფექციურ დაავადებას, რომელიც სიკვდილის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. რისკის ქვეშ არიან: ორსულები, ბავშვები და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები.


FDA-ის რეკომენდაციაა პროდუქტის გაფცქვნამდე მისი კარგად გარეცხვა. ასევე უკეთესი იქნება თუ მაცივარში მოთავსებამდე გარეცხავთ, რომ არ მოხდეს სხვა პროდუქტის დაბინძურება.

155 views

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997