დიაგნოზი | Digitalmed

© 2019 by VISION AI

All rights reserved

  • White Facebook Icon

    599 699 997

დიაგნოზი

კლინიკები, ექიმები, გამუდმებული რიგები  - ეს სწორედ ის არის, რასაც ადამიანები მაქსიმალურად არიდებენ თავს. თუმცა ექიმთან ვიზიტის დაგვიანებამ შეიძლება არასასურველ შედეგამდეც კი მიგვიყვანოს. ამიერიდან ამ პრობლემის მოგვარებაში ანუ პირველად დიაგნოსტირებაში ვირტუალური ასისტენტი- DigitalMed სრულიად უფასოდ და თან დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დაგეხმარებათ.

 

DigitalMed - ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული სისტემა მედიცინაში, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დასვას პირველადი დიაგნოზი, მიგვასწავლოს კონკრეტულ ექიმთან, გვირჩიოს მედიკამენტები და ასევე, ჩაგვწეროს ონლაინ კლინიკაში. ასევე შეუძლია უამრავ კითხვაზე გაგცეთ პასუხი ადამიანის ანატომიიდან.

როგორ უნდა ველაპარაკოთ DigitalMed-ს, რომ მისგან სწორი პასუხი მივიღოთ?

პირველ რიგში, უნდა მიწეროთ ქართულად და არა ლათინური ასოებით. უნდა ეკონტაქტოთ მაქსიმალურად მარტივად, რადგან ეს არის ხელოვნური ინტელექტი და არა ადამიანი. მაგ: თავი მტკივა, რატომ მტკივა თავი, რისი ბრალია თავის ტკივილი და არა - „ორი კვირაა, რაც თავის ტკივილი მაწუხებს და ვერ ვიგებ, რისი ბრალი შეიძლება იყოს“

გამომწვევი მიზეზი გაინტერესებთ ?

მიწერეთ რისი ბრალია მუცლის ტკივილი. ასევე მტკივა (სიმპტომი) ან მაწუხებს (სიმპტომი) მაგ: მტკივა თავი ან თავი მტკივა, ყელი მტკივა, გული მაწუხებს, კუჭი მაწუხებს, მხედველობა მაწუხებს, თვალი მტკივა და ა.შ.

მაქსიმალურად მარტივად უნდა ეკონტაქტოთ მას. მაგალითად, რა არის სისხლი, გულის მდებარეობა, რას აკეთებს გული,  რატომ არის სისხლი წითელი, ლიმფა, ერითროციტი, რატომ აქვს ადამიანს კანი, რა შემთხვევაში გამომუშავდება ადრენალინი.

საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენება გინდათ?

რამის დანიშნულება გაინტერესებთ?

მიწერეთ: სისხლის ფუნქცია, თირკმლის ფუნქცია, იმუნური სისტემის ფუნქცია, ენდოკრინული სისტემის ფუნქცია და აშ.

თუ რაიმე ვერ გაიგო, შეეცადეთ უფრო მარტივად მიწეროთ

მაგ: „ძალიან მაღალი სიცხე მაქვს და ვერ ვიგებ, რა დავლიო ან მივიდე თუ არა ექიმთან“ - ამის მაგივრად მიწერეთ: „მაღალი სიცხე მაქვს“

ვერ გაიგო არ ნიშნავს, დამთავრდა არ იცის, ის არის ხელოვნური ინტელექტი და აქვს უნარი თვით განვითარების, ის მას აუცილებლად გაანალიზებს და გარკვეული დროის შემდეგ კიდევ რომ მიწერთ, აუცილებლად გიპასუხებთ. ამიტომაა მისი განვითარება უსაზღვრო.